სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა,
არაგეგმური ინსპექტირებისას, დაბა ჩაქვში ხორცპროდუქტების არალეგალური
საწარმო აღმოაჩინეს.
შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობას
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო
აღიარების გარეშე ეწეოდა.
გარდა ამისა, საწარმოო პროცესში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები,
რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ჯანმრთელობას.
გამოვლენილი დარღვევების გამო, ინდივიდუალური მეწარმე (ა. დ.)
დაჯარიმდა, საწარმოო პროცესი კი
კრიტიკული შეუსაბამობების
აღმოფხვრამდე შეუჩერდა.