„ქართული ოცნების“ მთავრობა პარლამენტს მიმართავს საკანონმდებლო
ინიციატივით, რომლის მიხედვითაც,
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს სახელფასო დანამატისა და
ფულადი ჯილდოს მიღება შეეძლებათ.
შეიცვლება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“
კანონის მე-20 მუხლი, რომელშიც ახლა წერია: „სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირს და პოლიტიკური თანამდებობის პირს სახელფასო
დანამატი არ ეძლევათ“.
ვის შეეძლება ფულადი ჯილდოს მიღება?
- მინისტრის მოადგილეს;
- აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრების
მოადგილეებს;
- სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებს;
- მერის მოადგილეს.
რა შემთხვევაში წაახალისებენ
მაღალჩინოსანს?
კანონპროექტის მიხედვით, მინისტრს, მერსა
და გუბერნატორს მოადგილის წახალისება შეეძლება, თუკი დაქვემდებარებული
პირი შეასრულებს:
- ზეგანაკვეთურ სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციებს;
- მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და
ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში
საქმიანობისათვის.
- დანამატი შეიძლება გაიცეს მხოლოდ ზემდგომის გადაწყვეტილებით.
რამდენი შეიძლება იყოს დანამატი?
- სახელფასო დანამატის წესებს ადგენს "საჯარო დაწესებულებაში შრომის
ანაზღაურების შესახებ“ კანონის 26-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც:
- დანამატი არ უნდა აღემატებოდეს 1 თვის ხელფასს;
- წლის განმავლობაში ჯამში შეიძლება გაიცეს წლიური ხელფასის
20%.
კანონპროექტი დაჩქარებული სახით არ განიხილება, თუმცა ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე.