სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სოციალურ ქსელში გავრცელებული
ინფორმაციის საფუძველზე,
რომელიც სასურსათო სივრცეში კატის არსებობას შეეხებოდა, ს/ს „ნიკორა
ტრეიდის“ კუთვნილ მაღაზია „ლიბრეში“ (ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი
19) არაგეგმური ინსპექტირება ჩაატარა.
უწყების ინფორმაციით, შემოწმებისას ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობების
განმეორების ფაქტი და ვადაგასული სურსათის რეალიზაცია გამოვლინდა.
დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი 5000 ლარით დაჯარიმდა და კონკრეტული
საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ვადაგასული პროდუქცია დაილუქა და
სურსათის
ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.
სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს, სურსათის შეძენისას ყურადღება
მიაქციონ ეტიკეტს, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, ხოლო დარღვევის
აღმოჩენის შემთხვევაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს ცხელ ხაზზე — 1501 დარეკონ.
უწყების განცხადებით, არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ
დარჩება.