ესპანეთში ჩატარებული საერთაშორისო სპეცოპერაციის ფარგლებში 13 პირი დააკავეს
16:52 / 15.05.2026
საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს სამართალდამცავი უწყებების
თანამშრომლებმა, ესპანეთში ჩატარებული
საერთაშორისო სპეცოპერაციის „CACHABA“-ს ფარგლებში, 13 პირი
დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპოლიციო ღონისძიება
საქართველოს პოლიციის ატაშესთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა
და მას წინ უძღოდა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის
ერთწლიანი ინტენსიური კოორდინაცია.
გამოძიებით დადგინდა, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრები ესპანეთის
სხვადასხვა რეგიონში ჩადენილ 27 ბინის ქურდობაში მონაწილეობდნენ.
უწყების ცნობით, დაჯგუფება
ორი სხვადასხვა შტოსგან შედგებოდა —
ქართული წარმოშობის წევრებისგან, რომლებიც უშუალოდ ბინის ქურდობებს
ახორციელებდნენ, და ესპანური შტოსგან, რომლებიც მოპარული ნივთების
რეალიზაციას სხვადასხვა ქალაქში უზრუნველყოფდნენ.
სპეცოპერაცია ერთდროულად მადრიდში, ვალენსიაში, გვადალახარასა და
ალიკანტეში, ჯამში 9 სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდა.
გამოძიება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 510-ე, 301-ე და
570-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.