შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხისა და
ქონებრივი უფლების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, მოსამართლის
განჩინების საფუძველზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაზარალებული დაარწმუნა, თითქოს
გრანტის სახით 5 000 000 აშშ დოლარის მიღებაში დაეხმარებოდა.
სანაცვლოდ კი დაზარალებულს მისთვის 100 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა
და ასევე, 50 000
აშშ დოლარის ოდენობით არარსებული ვალი
ეღიარებინა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.