ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები
პუნქტის „ბათუმის აეროპორტის“
მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური
კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად
ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და ოპერატიული ღონისძიებების
ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტების
შემოტანის მცდელობის ფაქტი
აღკვეთეს.
უწყების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქის როგორც პირადი, ასევე
მისი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 155 აბი
ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ აღმოაჩინეს.
მომხდარზე გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
აწარმოებს.