საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს მინისტრი სულხან
თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკა-ში
გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის შინაგან
საქმეთა მინისტრთან ვილაიათ ეივაზოვი-თან.
შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის
სამართალდაცვითი მიმართულებით არსებულ თანამშრომლობას და პარტნიორობის
კიდევ უფრო გაძლიერების პერსპექტივებს.
სულხან თამაზაშვილი-ს ხელმძღვანელობით დელეგაციაში ასევე იმყოფება
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი.