განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, მოლდოვის ორი მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი სახლისა და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით — სარეალიზაციოდ გამზადებული 31 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა.

გამოძიების ფარგლებში ასევე ამოღებულია

ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები