საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური-ს მებაჟე
ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტებში
„სარფი“ და „ქუთაისის აეროპორტი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული
ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 5 ფაქტი აღკვეთეს.
მიმდინარე წლის 1-13 მაისს ჩატარებული კონტროლის შედეგად, ეჭვის
საფუძველზე შემოწმებული საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების
როგორც ფიზიკურ, ისე მათ კუთვნილ ბარგსა და ავტომობილებში აღმოჩენილია
არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები საერთო წონით 364 გრამი, ასევე
48
ცალი ბრილიანტის ძვირფასი თვალი.
ამოღებული არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 122
368 ლარი შეადგინა.
სამი სამართალდამრღვევის მიმართ მასალები შემდგომი რეაგირებისთვის
გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური-ს,
ხოლო ორი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის
შესაბამისად, ჯამში 17 157 ლარით დაჯარიმდა.