18 მაისს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ერევანში,
არაბკირის რაიონში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ერთ-ერთი
მოქალაქე დაუპირისპირდა. ვითარება დაიძაბა.
ნიკოლ ფაშინიანთან შუა ხნის ქალი, - სავარაუდოდ, წარმოშობით
ყარაბაღიდან, - მივიდა და უთხრა:
„შენ ჩემი სამშობლო მოიპარე, მთელი თაობა გაანადგურე, ჩემი ძმა, ჩემი
სიხარული მომპარე, ჩვენი განადგურება სცადე, მაგრამ ვერ
გაგვანადგურე“.
ფაშინიანმა უპასუხა: „ჩვენ შევქმნებით ჯანმრთელობის
დაზღვევა, ჩვენ შევქმენით
სახელმწიფო“, - თუმცა
მოქალაქემ კვლავ გააწყვეტინა: „თქვენ ჩვენი გაცურება
სცადეთ“.
„გავანადგურებ“
დაპირისპირება გაგრძელდა. ფაშინიანმა ჩამოთვალა ოპოზიციონერი
პოლიტიკოსები და მათი „განადგურებით“ დაიმუქრა:
„თუ რობზე მელაპარაკებით, მე გავანადგურებ რობს, რობი
ციხეში ჩაჯდება, გავანადგურებ რობს, გავანადგურებ კალუგელ კაცს,
გავანადგურებ სერჟსაც და გაგოსაც“, - თქვა მან. ის
გულისხმობდა:
„რობი“ - ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი;
„კალუგელი კაცი“ - შინაპატიმრობაში მყოფი სომეხი-რუსი მილიარდერი
სამველ კარაპეტიანი. ფაშინიანი მას ხშირად უწოდებს „კალუგელ ოლიგარქს“
უწოდებს (კალუგა არის ქალაქი რუსეთში, სადაც კარაპეტიანი წლების
განმავლობაში მუშაობდა);
„მარიონეტებო“
უცნობმა ქალმა ფაშინიანი „ქვეყნის განადგურებაში“ დაადანაშაულა, რასაც
პრემიერმა ასე უპასუხა:
„ქვეყანა თქვენ გაანადგურეთ, ყარაბაღის აქცენტით
შენიღბულმა ხალხმა, რომლებიც ავრცელებთ ვიდეოებს... თქვენ ხართ
გამოქცეული მარიონეტები! ჩამოიხსენით ნიღბები! თქვე მშიშრებო, ბრძოლის
ველიდან რომ გაიქეცით... ჩამოიხსენით ნიღბები რობის მარიონეტებო,
სერჟის მარიონეტებო, გაგოს მარიონეტებო“!
7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული;
არჩევნებამდე მრავალი თვით ადრე ფაშინიანმა ქვეყნის მასშტაბით
ტურნე დაიწყო; მცირე ხნის წინ დაიწყო საარჩევნო კამპანიაც;
კამპანიის ფარგლებში, იგი არიგებს სომხეთის რუკის მინიატიურულ
მოდელებს, რუკის ფორმის გულსაბნევებს რომელიც ასახავს სომხეთის
ტერიტორიას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მთიანი ყარაბაღის
გარეშე; „ნამდვილ სომხეთს“, - როგორც ამას ნიკოლ ფაშინიანის
პოლიტიკური კონცეფცია ითვალისწინებს;
ფაშინიანს უკვე არაერთხელ დაუპირისპირდნენ მოქალაქეები. ერთ-ერთ
ეპიზოდში გაცხარების შემდეგ, 23 მარტს ფაშინიანმა ბოდიში მოიხადა - ის
ასევე ყარაბაღიდან დევნილ ქალს დაუპირისპირდა.