ლევან ხარაბაძე კახეთისა და ქვემო ქართლის სამმართველოების თანამშრომლებს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ლევან ხარაბაძე, უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონებში საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში არსებული დანაშაულის სტატისტიკა, გამოვლენის მაჩვენებლები და მიმდინარე პრევენციული ღონისძიებები განიხილეს. უწყების ხელმძღვანელმა სამსახურის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება.

ვიზიტის ფარგლებში, ლევან ხარაბაძემ კახეთის სამმართველოს ახალი ოფისი მოინახულა და ქვემო ქართლის სამმართველოს

შენობისთვის გამოყოფილ ტერიტორიას გაეცნო, სადაც ახალი ოფისის მშენებლობა იგეგმება. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ადგილზე შეაფასა რეგიონული დანაყოფების ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და თანამშრომელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესების საჭიროებები.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები