ქუთაისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ქუთაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ერთ მამაკაცს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოქალაქე სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით დაუყოვნებლივ გადაიყვანეს კლინიკაში.

სამართალდამცველების მიერ გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი

პოლიციამ მალევე დააკავა. ხაზგასასმელია, რომ კონსტიტუციით გარანტირებული უდანაშაულობის პრეზუმფციის თანახმად, პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით.

ამ დროისთვის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები