2025 წლის განმავლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტში 1 401 ბავშვი
დაიბადა, რაც ბოლო 17 წლის განმავლობაში შობადობის ყველაზე დაბალი
მაჩვენებელია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით,
2008-2014 წლებში მარნეულში შობადობის მაჩვენებლის ყოველწლიური ზრდა
შეინიშნებოდა, ყველაზე მეტი, 1 994 ბავშვი, მარნეულში 2014 წელს
დაიბადა, რის შემდეგაც შობადობის მაჩვენებელი ყოველწლიურად
მცირდება.
2025 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სულ 37 867 ბავშვი
დაიბადა. აქედან
ყველაზე მეტი, 14 334 ახალშობილი თბილისში გაჩნდა,
შემდეგ მოდის ქალაქი ბათუმი 2 630 ახალშობილით, ქუთაისი 1 466
ახალშობილით, მარნეული 1 401 ახალშობილით, გორი 1 100 ახალშობილით და
გარდაბანი 1 057 ახალშობილით.
ქვემო ქართლში დაბადებული 4 431 ბავშვიდან 2 370 ბიჭი, ხოლო 2 061
ახალშობილი გოგოა. აღსანიშნავია, რომ რეგიონებს შორის ყველაზე მეტი, 4
551 ახალშობილი აჭარაშია დაბადებული, რასაც მოსდევს ქვემო ქართლი 4
431 ახალშობილით და იმერეთი 4 275 ახალშობილით.
გთავაზობთ 2025 წელს დაბადებული ბავშვების რაოდენობას რეგიონების
მიხედვით:
აჭარა - 4 551 ახალშობილი
გურია - 807 ახალშობილი
იმერეთი - 4 275 ახალშობილი
კახეთი - 2 610 ახალშობილი
მცხეთა-მთიანეთი - 743 ახალშობილი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთ - 191 ახალშობილი
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 2 178 ახალშობილი
სამცხე-ჯავახეთი - 1 509 ახალშობილი
ქვემო ქართლი - 4 431 ახალშობილი
შიდა ქართლი - 2 238 ახალშობილი