მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ნიზამი განჯელის მონუმენტის
დაზიებებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
თვითმმართველობა განმარტავს, რომ გმობს ქალაქ მარნეულში XII საუკუნის
პოეტის და ჰუმანისტის, აღმოსავლური ლიტერატურის თვალსაჩინო
წარმომადგენელის ნიზამი განჯელის მონუმენტის დაზიანების ფაქტს.
“კულტურული და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ობიექტების მიმართ
მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელია. მოვუწოდებთ მოქალაქეებს,
გაუფრთხილდნენ საზოგადოებრივ სივრცეებს და კულტურულ ფასეულობებს, მათი
მოვლა და დაცვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა!” -
წერს მერია
მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტი
კომპეტენციის ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას.
ნიზამი განჯელის მონუმენტი, სავარაუდოდ, საღებავითაა დაზიანებული.