სენაკის მუნიციპალიტეტში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობ ქალს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს, ხოლო

დანაშაულის ჩადენის იარაღი პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები