შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი
სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად და წინასწარი შეთანხმებით
ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა თბილისში, დილის საათებში,
თანხის დაუფლების მიზნით სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს და მასში
არსებული ფულის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას შეეცადნენ. თუმცა, მათ
განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალნენ.
უწყების ცნობით, ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენა
სხვადასხვა
მტკიცებულებით, მათ შორის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით
დასტურდება.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულში მონაწილე პირები
ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2
და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.