ზუგდიდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზუგდიდში ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება.

ამოღებულ ნივთიერებებს

შორის არის „მეთადონი“, „მარიხუანა“ და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 56 აბი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები