შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის აჭარის მთავარი
სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის
ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბათუმში ჩატარებული
ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში
ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა
განახორციელეს.
ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.
ასევე, პოლიციამ
ამოიღო ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო
სხვადასხვა სახის მასალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე
კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.