თბილისში ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ყოფილ მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების შედეგად კლინიკაშია გადაყვანილი და შესაბამის მკურნალობას გადის.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა

და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები