მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბავშვთა
დაცვის დღესთან დაკავშირებით მრავალფუნქციური
გასართობი ცენტრის მომსახურება გამარტივებული წესით შეისყიდა.
მარნეულის მერიასა და შპს „სიბიდი დეველოპმენტი“-ს შორის გაფორმებული
ხელშეკრულების მიხედვით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ 36 სოციალურად
დაუცველი ბავშვისათვის გასართობი ცენტრის მომსახურება 2 808 ლარად
შეისყიდა.
მარეულის მერიამ მარნეულელი ბავშვები გასართობ ცენტრში თბილისში
წაიყვანა. გამარტივებული შესყიდვის მოხსენებითი ბარათის მიხედვით,
თვითმმართველობა გასართობი ცენტრის მომსახურების შესყიდვას ადგილზეც
შეეცადა, მაგრამ
ბაზრის კვლევაში ადგილობრივ კომპანიებს მონაწილეობა
არ მიუღიათ.
“ორგზის ჩატარებული ბაზრის კვლევის საშესყიდვო
პროცედურებიდან გამომდინარე ადგილობრივ ბაზარზე სხვა მსგავსი
შემოთავაზების მქონე მომწოდებლის / ბაზრის კვლევის მონაწილის
ობიექტურად ვერ მოძიებისა და იმის გათვალისწინებით თუ რამდენად
მნიშვნელოვანია ამ 36 სოციალურად დაუცველი ბავშვისთვის მათდამი
მიძღვნილი ბავშვთა საერთაშორისო დღის დაუვიწყარ და ბედნიერებით
აღსავსე დღედ გადაქცევა, რამეთუ ძალზედ მოკლებულნი არიან ამგვარ
შესაძლებლობებს. მარნეულის მუნიიციპალიტეტის ჯანდაცვის, სოციალური
უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და
მხარდაჭერის სამსახურის, განათლების, კულტურის, სპორტისა და
ახალგაზრდული განყოფილების მიერ მოკვლეული ინფორმაციით ზემოაღნიშნული
ბავშვთა გასართობი ცენტრის 01 ივნისის გადატვირთული გრაფიკიდან და
მცირეწლოვანი ბავშვების მშობლების სამსახურებრივი გრაფიკიდან
გამომდინარე მიზანშეწონილია ნაცვლად 01 ივნისისა ბავშვებს
მომსახურეობა მიეწოდოს 2026 წლის 31 მაისს”. -
აღნიშნულია მერისს ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის,
სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის
ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის იოანე ლაშხის მოხსენებით
ბარათში
იოანე ლაშხის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მარნეულის მერიამ ასევე
გამოყო ავტობუსები ბავშვების გასართობ ცენტრში წასაყვანად. ორი მიკრო
ავტობუსი შემდეგი მიმართულებებით მოემსახურა ბავშვებს.
მარშუტი 1 - ხიხანი-ნორგიული-ალგეთი-მარნეული თბილისი და უკან;
მარშუტი 2 - თამარისი-ალავარი-მარნეული და უკან.