შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი
სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი
გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, თბილისში, დიღმის მასივის ერთ-ერთ სკვერში,
ბრალდებულმა არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება
განახორციელა.
ჩატარებული ოპერატიული
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის
სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე
ნაწილით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.