შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის
მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში
ნასამართლევი 2 პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი
ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ
გამზადებული, განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად
ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე
კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.