შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის
ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო
საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი
დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა
ლაგოდეხის სამმართველოს სექტორ „მაწიმის“ და წითელი ხიდის
სამმართველოს სექტორ „ვახტანგისის“ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი
პუნქტების გვერდის ავლით ქვეითად უკანონოდ გადმოკვეთეს
საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში
შემოვიდნენ.
გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული ორი პირის მიმართ გატარდა
საემიგრაციო პროცედურები და განხორციელდა მათი ქვეყნიდან
გაძევება.