შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების
დარღვევის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარებული
ჩხრეკების შედეგად, დამატებით 17 ე.წ. მაინერი ამოიღეს.
უწყების ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში ამოღებული ე.წ.
მაინერების საერთო რაოდენობამ 212-ს მიაღწია.
გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით
ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და
მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით სისტემატურად ახდენდნენ ციფრული
ვალუტის გენერირებას
და არალეგალური შემოსავლების მიღებას.
სამართალდამცველები აგრძელებენ საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულში
მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათ მიმართ შესაბამისი
სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის
მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.