შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობისა
და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით
ერთი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 31 მაისს ბათუმში
ნაცნობ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა
მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე
გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე
დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე
მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.