გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
2026 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში თბილისში, ბათუმში,
ქუთაისსა და რუსთავში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის
დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 695 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, 404 სამართალდარღვევა თბილისში დაფიქსირდა, 119
— ბათუმში, 119 — ქუთაისში, ხოლო 53 — რუსთავში.
დეპარტამენტის ცნობით, 623 შემთხვევაში სამართალდარღვევა ფიზიკური
პირების მიერ
იყო ჩადენილი, ხოლო 72 შემთხვევაში — იურიდიული პირები
დაჯარიმდნენ.
გამოვლენილ დარღვევებს შორის 415 შემთხვევა მსუბუქ ავტომობილებს
უკავშირდება, 272 — მიკროავტობუსებს, ხოლო 8 — სატვირთო
ავტომობილებს.
უწყება აცხადებს, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და
სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების შემცირების მიზნით ინსპექტორები
ოთხ ქალაქში ყოველდღიურ კონტროლს ახორციელებენ. მათი თქმით, გაიზარდა
ეკიპაჟების რაოდენობა, განახლდა ტექნიკური აღჭურვილობა და
მიმდინარეობს თანამშრომელთა პერიოდული გადამზადება.
დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ქვეყნის
მასშტაბით უკვე გამოვლენილია გამონაბოლქვის ნორმების დარღვევის 3586
ფაქტი.