შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
საგამოძიებო მთავარი სამმართველოს
თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი
ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მოქალაქეებს საცხოვრებელი
სახლების მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის
მოტივით დაჰპირდა მომსახურებას და დაზარალებულების კუთვნილი 98 000
ლარი მოტყუებით მიითვისა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული
ოპერატიული ღონისძიებების შედეგად,
ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.