ირანის მოქალაქემ სომხეთში ბალიშებით 26 კილოგრამი კონტრაბანდული თმის შემოტანა სცადა
სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ინფორმაციით, ირანის საზღვართან მდებარე „აგარაკის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ბუნებრივი თმის უკანონო შემოტანის მცდელობა აღიკვეთა.

მებაჟეებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის მართული სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკისას, მძღოლის კაბინაში არსებულ ბალიშებში დამალული 143 შეკვრა დაუდეკლარირებელი თმა აღმოაჩინეს.

სამართალდამცველებმა 26 კილოგრამი წონის საქონელი სრულად ამოიღეს, უცხო ქვეყნის

მოქალაქის მიმართ კი საბაჟო წესების დარღვევის ოქმი გააფორმეს.

უწყების განცხადებით, ბოლო პერიოდში მსგავსი შემთხვევები მკვეთრად გახშირდა და წლის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყნის საზღვარზე სამალავებიდან უკვე 135 კილოგრამზე მეტი ბუნებრივი თმაა კონფისკირებული


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები