ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, მათგან ერთი წარსულში ნასამართლევია.

საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ქმედება სრულად დასტურდება. კერძოდ, პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული პროცესის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა უზრუნველყო.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების

პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები და, სავარაუდოდ, რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები