2 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მდინარე მტკვარში
გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საძიებო სამუშაოები თბილისისა და რუსთავის მასშტაბით,
მტკვრის სანაპიროებზე 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობდა.
„მეხანძრე-მაშველებმა 14-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად
2 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მდინარე მტკვარში
გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხე
დარი იპოვეს.
საძიებო სამუშაოები თბილისისა და რუსთავის მასშტაბით, მტკვრის
სანაპიროებზე 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობდა. მასში
ყოველდღიურად ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, მყვინთავთა ჯგუფები, შესაბამისი
ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით.
ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი
სამართლებრივი პროცედურები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.