განათლების სამინისტრომ „ღირებულებითი განათლების პროგრამაში“ ჩართული
სასულიერო პირები და მოსწავლეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
სამინისტროს ინფორმაციით, საპატრიარქოს სასულიერო პირებს 141 სკოლაში
175 კლუბი აქვთ გახსნილი,
„სექტემბრიდან კი ისინი ახალ
კლუბებს გახსნიან და ამ მიზნით 129 სასულიერო პირი
გადამზადდა“, – წერს სამინისტრო.
მათივე ინფორმაციით, კლუბებში 4
375 მოსწავლეა ჩართული.
სამინისტროს განცხადებით, პროგრამაში ჩართული არიან აფხაზეთის
ოკუპირებულ ტერიტორიაზე და უცხოეთში მცხოვრები ახალგაზრდებიც.
სამინისტროს მტკიცებით, აღნიშნული პროგრამა
„ხელს უწყობს
მოსწავლეებში პასუხისმგებლობის, პატივისცემის, მოქალაქეობრივი
ცნობიერებისა და სამშობლოს სიყვარულის
განმტკიცებას“.