მსოფლიო ბირჟებზე ოქროსა და ვერცხლის ფასი სტაბილურ მაჩვენებელზეა.
თბილისის დროით 12:30 საათისთვის
1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 134 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში
ძვირფასი ლითონის ფასმა 0.51%-ით დაიკლო.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 61
დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 1.05%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს
ფასი
საქართველოში 362 ლარი ღირს, 750 სინჯის - 271 ლარი, ხოლო
585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 211 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 5.27 ლარი ღირს, ხოლო 875
სინჯის ძვირფასი ლითონი 4.61 ლარი ღირს.