ბათუმში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში
განუცხადეს, ცხედარი მაშველებმა 3-დღიანი ძებნის შემდეგ, გუშინ
იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ზღვაში შევიდა და გამოსვლა ვერ
მოახერხა.