ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულ პირებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამართალდამცველებმა

ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების ჩხრეკის შედეგად, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები.

ამოღებულ ნივთებს შორის არის „მეთადონი“, „ბუპრენორფინი“, 201 ძირი „მცენარე კანაფი“, 143 შეკვრად დაფასოებული „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, „გამომშრალი მარიხუანა“, „ბაკლოფენი“ და „გაბაპენტინი“.

პოლიციამ, ასევე, ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები