მარნეულის მერია 6 100 ლარად კონდიციონერებს გაწმინდავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ადმინისტრაციულ შენობაში არსებული კონდიციონერების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებას გეგმავს.

თვითმმართველობამ აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად 6 100 ლარის ღირებულების გამარტივებული ხელშეკრულება ფიზიკურ პირთან, ელვარ ნაბიევთან გააფორმა.

შესყიდვის პირობების თანახმად, გათვალისწინებულია მერიის ბალანსზე არსებული 61 კონდიციონერის შიდა და გარე ბლოკების მაღალი წნევის აპარატით რეცხვა და

ფრეონის დამატება.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, აქედან 22 კონდიციონერის მომსახურება სპეციალური ამწე კალათის გამოყენებით განხორციელდება.

სამუშაოები ხელმოწერიდან არაუგვიანეს 21 ივლისის ჩათვლით უნდა შესრულდეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები