ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, 3 ივლისს "საზღვრის უკანონო კვეთის" ბრალდებით საქმე აღიძრა საქართველოს მოქალაქე გელა მებონიას წინააღმდეგ.

როგორც დე ფაქტო უწყების ცნობიდან ირკვევა, გელა მებონიამ დანარჩენი საქართველოს მხრიდან "საზღვარი" გალის რაიონის ერთ-ერთ სოფელთან 2 ივლისს გადაკვეთა.

6 ივლისს მებონიას პატიმრობა შეუფარდეს, წინასწარი გამოძიებისთვის საჭირო ვადით.

საქართველოს შესაბამისი უწყებები მომხდარს ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან.

სახელმწიფო

უსაფრთხოების სამსახურის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით:
  • 2025 წლის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საქართველოს 34 მოქალაქე დააკავეს უკანონოდ,
  • ოკუპირებულ აფხაზეთში კი - 40.
  • 2025 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში, საერთო ჯამში, საქართველოს 15 მოქალაქე იყო, მათ შორის ის მოქალაქეებიც, რომლებსაც თავისუფლება უკანონოდ რამდენიმე წლით აღუკვეთეს.
წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები