რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით,
3 ივლისს "საზღვრის უკანონო კვეთის" ბრალდებით საქმე აღიძრა
საქართველოს მოქალაქე გელა მებონიას წინააღმდეგ.
როგორც დე ფაქტო უწყების ცნობიდან ირკვევა, გელა მებონიამ დანარჩენი
საქართველოს მხრიდან "საზღვარი" გალის რაიონის ერთ-ერთ სოფელთან 2
ივლისს გადაკვეთა.
6 ივლისს მებონიას პატიმრობა შეუფარდეს, წინასწარი გამოძიებისთვის
საჭირო ვადით.
საქართველოს შესაბამისი უწყებები მომხდარს ჯერჯერობით არ
გამოხმაურებიან.
სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის 2025 წლის ანგარიშის
მიხედვით:
- 2025 წლის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის
მიმართულებით საქართველოს 34 მოქალაქე დააკავეს
უკანონოდ,
- ოკუპირებულ აფხაზეთში კი - 40.
- 2025 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში, საერთო ჯამში,
საქართველოს 15 მოქალაქე იყო, მათ შორის ის მოქალაქეებიც, რომლებსაც
თავისუფლება უკანონოდ რამდენიმე წლით აღუკვეთეს.