„სარფის“ საბაჟოზე ინტერპოლის მიერ ძებნილი უზბეკეთის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

დაკავებული პირი, ყაზახეთის რესპუბლიკის

სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე აიყვანეს.


ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები