თბილისში ბინის ქურდობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბინის გაქურდვის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწია, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ფულსა და ძვირადღირებულ ნივთებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთების ნაწილი და ქურდობისთვის საჭირო ხელსაწყოები ნივთმტკიცებად ამოიღო.


ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები