საქართველოდან უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

უწყების ინფორმაციით, ქვეყნიდან გაძევებულთა შორის არიან თურქეთის, ინდოეთის, რუსეთის, თურქმენეთის, ბანგლადეშის, ნიგერიის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, უზბეკეთის, სუდანის, კენიის, პარაგვაის, ფილიპინების, იორდანიის, უგანდის, ლიბანისა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის

შესაბამისად, მათ ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალათ.



სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოდან უკვე გაძევებულია 2 203 მიგრანტი, რაც 2025 წლის ჯამურ მაჩვენებელს 70%-ით აღემატება.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები