გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტომობილი გზაზე გადამსვლელ ქალსა
და ბავშვს დაეჯახა.
ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მოგვიანებით კლინიკაში
გარდაიცვალა 3 წლის ბავშვიც.
ავტომობილის მძღოლი პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ათეულ
მეტრში დააკავა.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6
ნაწილით: ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება ავტოსაგზაო
შემთხვევაში დამნაშავე მძღოლი, რომლის ბრალეულობითაც ადამიანი
გარდაიცვალა.
- ბოლო 10 წელიწადში, 2015-2025 წლებში, საქართველოს გზებზე
ავარიებისას 5 324 ადამიანი მოკვდა.
- მხოლოდ 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469
ადამიანი ემსხვერპლა - მათგან 28 ბავშვი და 164 ქვეითი.
- ავტოსაგზაო შემთხვევების და მის გამო დაშავებულთა ისეთი მაღალი
სტატისტიკა, რაც 2025 წელს დაფიქსირდა, 2018 წლის შემდეგ არ ყოფილა -
მსხვერპლთა რაოდენობაც ყველაზე მაღალია 2019 წლის შემდეგ.
- ავტოსაგზაო შემთხვევების 43% თბილისში ხდება, მსხვერპლთა
რაოდენობა ყველაზე მაღალია იმერეთში.
- იმერეთის შემდეგ გზებზე სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელია
თბილისსა და კახეთში.