თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს მონეტები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის, „თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული 5 ცალი ოქროს მონეტა აღმოაჩინეს.

უწყების ინფორმაციით, მონეტების საერთო წონამ 71 გრამი,

ხოლო საერთო საბაჟო ღირებულებამ 24 840 ლარი შეადგინა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები