ევროკავშირი სომხეთს დაუფინანსებს თურქეთთან და აზერბაიჯანთან 3 სასაზღვრო გამშვები პუნქტის მშენებლობას
ევროკავშირი სომხეთში სამი სასაზღვრო გამშვები პუნქტის აშენებას დააფინანსებს - ორს თურქეთთან, ერთს კი აზერბაიჯანის ექსკლავ ნახიჩევანთან.

ინფორმაცია, რომელიც ივლისის დასაწყისში გავრცელდა, ევროკავშირის ელჩმა გაიმეორა სომხურ გამოცემა Civilnet-თან ინტერვიუში 10 ივლისს.

სომხეთის რესპუბლიკაში ევროკავშირის ელჩმა ვასილის მარაგოსმა განაცხადა:

„[ევროკავშირისგან] ახალი დაფინანსება გამოყენებული იქნება კავშირებადობის ახალი პროექტებისთვის არა მხოლოდ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ კონტექსტში, არამედ ასევე სომხეთის "შუა დერეფანში" ჩართვისთვის“.

„რა თქმა

უნდა, გვჭირდება დამატებითი პროგრესი საზღვრების გახსნის საკითხში. უკვე არსებობს შეთანხმება, რომ ევროკავშირი დააფინანსებს სომხეთის სამ ახალ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს, - ორს თურქეთთან და ერთს იერასხში, აზერბაიჯანთან, ნახიჩევანის მიმართულებით“,
- განაცხადა მან.

„ამჟამად ვმუშაობთ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევებზე და შემდეგ ვაპირებთ ინვესტიციების ჩადებას ამ პროექტების უშუალო განხორციელებაში, სასაზღვრო გამშვები პუნქტების მშენებლობაში“, - განაცხადა ელჩმა მარაგოსმა.

მან ისაუბრა „ტრამპის მარშრუტზეც“ და თქვა: „ჩვენ ასევე ვაპირებთ ინვესტირებას არა უშუალოდ „ტრამპის მარშრუტში“, TRIPP-ში, - თუმცაღა ამჟამად უკვე დაწყებული გვაქვს თანამშრომლობის სფეროების დადგენა TRIPP-ის პოტენციური მხარდაჭერის კუთხით.

მაგრამ, როგორც აღნიშნეთ, აქ აშშ-ს აქვს წინამძღოლობა აღებული, ასე რომ, ჩვენი ყურადღება ჩრდილოეთის მარშრუტზე იქნება გამახვილებული და ამ სფეროში პროექტების მომზადებას ვაპირებთ“.
  • გასულ კვირაში ამერიკული საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია AECOM-ის ექსპერტთა ჯგუფი მორიგ ჯერზე ეწვია სომხეთს.
  • ამჯერად მათ დეტალურად შეისწავლეს ის ტერიტორია, სადაც „ტრამპის მარშრუტის“ სარკინიგზო და სხვა ინფრასტრუქტურა გაივლის.
  • სწორედ ამ ინფრასტრუქტურის დაპროექტების მიზნით იმყოფებოდნენ ისინი სომხეთში.
  • TRIPP-ი შემუშავებულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2025 წლის 8 აგვისტოს შეთანხმების საფუძველზე.
  • ამ პროექტის წყალობით სომხეთმა და აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური შეთანხმებები გააფორმეს, პოლიტიკური მხარდაჭერა და მიღწეული მშვიდობის განმტკიცების პირობა მიიღეს.
  • დღეს სომხეთიც და აზერბაიჯანიც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორები არიან.

ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ერევანში სომხეთ-ევროკავშირის სამიტისას, 2026 წლის 5 მაისს განაცხადა, რომ ცენტრალური აზიიდან და კასპიის ზღვიდან ევროპამდე უმოკლესი გზა სომხეთზე გადის, თუმცა ეს გზა ომის გამო ჩაკეტილია.

„თქვენ ახლა ამას ცვლით... შედეგად, სომხეთი შეიძლება გახდეს რეგიონული ჰაბი ახალი სატრანზიტო მარშრუტებისათვის“, - განაცხადა მან.

„როგორც ჩანს, ეკონომიკურ სტაგნაციასთან და სხვა სიკეთეებთან ერთად, გეოგრაფიის გაკვეთილებშიც მაინც და მაინც ძლიერად არ აქვთ საქმე ევროპელ ბიუროკრატებს“, - თქვა ამაზე პასუხად ირაკლი კობახიძემ 20 მაისს.

წყარო: radiotavisupleba.ge


Gürcüstanın hər yerindən olan 22 onlayn media birləşdik ki, gec olmadan mübarizə aparaq.
Bu mübarizədə sənin dəstəyin həlledicidir. https://sinatle.media/

Müstəqil onlayn medianı dəstəkləmək üçün ianə et:

# GE76TB7548536080100013
# GE70BG0000000609775306

Repressiv rejim müstəqil onlayn medianı yox etməklə hədələyir. Bu real təhlükəni göstərmək üçün 22 media qurumunun vebsaytı müvəqqəti olaraq dayandırıldı. Bu simvolik addım “İşıq sönməməlidir” kampaniyasından əvvəl həyata keçirildi. Kampaniyanın məqsədi müstəqil medianı qorumaq üçün dəstəkçiləri birləşdirməkdir.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები