საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ნინოწმინდა“ სამართალდარღვევის ორი ფაქტი
აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო
ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური
დათვალიერების
შედეგად, მალულად განთავსებული პნევმატური იარაღი, ერთი
მჭიდი და ცეცხლსასროლი იარაღის 31 საბრძოლო ვაზნა აღმოაჩინეს.
ორივე კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების
მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.