როგორ შეიცვალა თევზის ფასები საქართველოში ბოლო 5 წელში
საქსტატის 2025 წლის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში თევზის წარმოება შემცირდა.

უფრო კონკრეტულად, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს ქვეყანაში ჯამურად 2 445 ტონა თევზი იწარმოა. შედარებისთვის, 2021 წელს წარმოებამ 2 861 ტონა შეადგინა, 2022 წელს – 2 791 ტონა, 2023 წელს – 2 469 ტონა, ხოლო 2024 წელს – 2 452 ტონა.

ამასთან,

გასულ წელს აკვაკულტურის მეურნეობების მიერ წარმოებული თევზის 94.2% რეალიზებული იყო.

საქსტატის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში აკვაკულტურის წარმოების 89% ოჯახურ მეურნეობებზე მოდიოდა, ხოლო 11% – საწარმოებზე.

რაც შეეხება რეგიონულ განაწილებას, ყველაზე მეტი აკვაკულტურის მეურნეობა სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში იყო განთავსებული. მეურნეობების რაოდენობით ლიდერი 5 რეგიონი ასეთია:

  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 23.5%
  • კახეთი – 22.6%
  • შიდა ქართლი – 19.7%
  • აჭარა – 7.5%
  • გურია – 7%
აღსანიშნავია, რომ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2025 წელს, 2021 წელთან შედარებით, თევზის ყველა ძირითადი სახეობა გაძვირებულია. განსაკუთრებით თვალშისაცემია ევროპული ლოქოს ფასი, რომელიც მხოლოდ ერთ წელიწადში, 2024 წელთან შედარებით, თითქმის 70%-ით, 12.4 ლარიდან 21 ლარამდე გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში თევზის (1 კგ, ფერმის კართან) ფასები და ბოლო 5 წლის დინამიკა ასეთი იყო:

  • ცისარტყელა კალმახი – 16.3 ლარი(2021 – 11 ლარი; 2022 – 15 ლარი; 2023 – 14.2 ლარი; 2024 – 14 ლარი);
  • კობრი და სარკისებური კობრი – 12.2 ლარი(2021 – 11.9 ლარი; 2022 – 15.7 ლარი; 2023 – 15.8 ლარი; 2024 – 15.1 ლარი);
  • თეთრი ამური – 9.4 ლარი(2021 – 7.3 ლარი; 2022 – 9 ლარი; 2023 – 8.2 ლარი; 2024 – 7.5 ლარი);
  • თეთრი და ჭრელი სქელშუბლა – 6.7 ლარი(2021 – 5.4 ლარი; 2022 – 5.4 ლარი; 2023 – 6.1 ლარი; 2024 – 6.2 ლარი);
  • რუსული და ციმბირული ზუთხი – 30.7 ლარი(2021 – 27.6 ლარი; 2022 – 26 ლარი; 2023 – 21.1 ლარი; 2024 – 25.9 ლარი);
  • ევროპული ლოქო – 21 ლარი(2021 – 17.1 ლარი; 2022 – 19.3 ლარი; 2023 – 14.9 ლარი; 2024 – 12.4 ლარი).

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები