საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის
ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.
მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური და მისი მართვის
ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად,
არადეკლარირებული ძვირფასი ლითონები აღმოაჩინეს. სავალდებულო
დეკლარირებას დაქვემდებარებული 420 გრამი ოქროსა და 27 გრამი ვერცხლის
ნაკეთობები მოქალაქეს
მცირე ზომის ხელჩანთასა და ავტომობილის სალონში
ჰქონდა მალული.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 135 545 ლარი
შეადგინა.
სამსახურის განცხადებით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების
მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს
გადაეგზავნა.