შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის აჭარის
მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და
საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე
დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და ხელბარგის ჩხრეკის შედეგად
ნივთმტკიცებად განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები
ამოიღეს, მათ შორის „მდმა“ და „კოკაინი“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე
მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.