საგარეჯოში, სოფელ ბადიაურში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი
ემსხვერპლა.
როგორც ინტერპრესნიუსი ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, მუნიციპალური
ავტობუსი ნაწვიმარ ასფალტზე, სავარაუდოდ, მოცურდა და გადაბრუნდა.
მძღოლი ადგილზე დაიღუპა, სამი მგზავრი კი - დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის
276-ე მუხლით დაიწყო.
ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის
წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
დაშავებული მგზავრები საავადმყოფოში მოათავსეს. წინასწარი შეფასებით,
მათი მდგომარეობა სტაბილურია.