"2031 წლის ჩათვლით ჩვენ გვექნება საშუალოდ 5.4 %
ეკონომიკური ზრდა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი
მაჩვენებელია",
- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ
„იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის უკვე ძალიან სერიოზული შედეგი.
“ამ მაღალი ტემპის შენარჩუნება არ არის იოლი, გრძელვადიან
პერსპექტივაში საშუალოდ 5%-ზე მეტიც რომ დაიჭირო ეკონომიკური ზრდა, ეს
არის უკვე ძალიან სერიოზული შედეგი. და თქვენ იცით, რომ საერთაშორისო
სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2031 წლის ჩათვლით ჩვენ გვექნება
საშუალოდ 5.4 % ეკონომიკური ზრდა, რაც არის ევროპაში ყველაზე მაღალი
მაჩვენებელი.
თუმცა ჩვენ ყოველ ჯერზე, ყოველ წელს სავალუტო ფონდის პროგნოზს
ყოველთვის ვასრულებდით ხოლმე გადაჭარბებით და იმედი გვაქვს, ასევე
გავაგრძელებთ მომავალი წლების განმავლობაში,” - აღნიშნა
პრემიერმა.