სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა
ქუთაისში მდებარე ობიექტები შეამოწმეს.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორები — შპს „ალგო
2014“ და ინდივიდუალური მეწარმე ც.
ა. — აგროქიმიკატების რეალიზაციას
სავალდებულო რეგისტრაციისა და სააგენტოს მიერ მინიჭებული აღიარების
გარეშე ახორციელებდნენ.
უწყების ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული
ობიექტები დაჯარიმდნენ და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა თუ
სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე აგროქიმიკატებით ვაჭრობა
აეკრძალათ.